გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რეგიონების მასშტაბით მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების, რუფოთისა და ტელეფას წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.
„რუფოთსა და ტელეფაში დღემდე არ არსებობს სასმელი წყლის ცენტრალიზებული სისტემა, მოსახლეობა ეზოებში თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობს. აღნიშნული სოფლების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის რიგი უბნები მარაგდება თერჯოლის წყალმომარაგების ქსელიდან.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემის მოწყობა. სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 400 000 ლარზე მეტი მოხმარდება.
კონტრაქტორმა კომპანიამ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის გაზაფხულზე უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც 2 500-ზე მეტი ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.