ქუთაისის მერია საზოგადოებას ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფციის მესამე ეტაპის საჯარო განხილვაზე იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქუთაისის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პროექტის საჯარო განხილვა ქუთაისის აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2021 წლის 14 ივლისს, დღის 12:00 საათიდან გაიმართება.
„გიწვევთ ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფციის მესამე ეტაპის საჯარო განხილვაზე!
ქალაქ ქუთაისის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება ქუთაისის აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2021 წლის 14 ივლისს, დღის 12:00 საათიდან. საჯარო განხილვაზე დასწრება თავისუფალია.
შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკის“ მიერ წარმოდგენილი იქნა „ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმის შემუშავების საპროექტო მომსახურების შესყიდვა”,
მესამე ეტაპის (ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფცია; სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისათვის სკოპინგის განაცხადი; ძირითადი გეგმარებითი რეკომენდაციები ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმისათვის) ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტის საბოლოო ვერსია.
2019 წლის 3 ივნისის საქართველოს მთავრობის №260 დადგენილების მე-17 მუხლის 5 პუნქტის თანახმად , ქალაქ ქუთაისის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.
საჯარო განხილვაზე დასწრება თავისუფალია. მოსაზრებების/შენიშვნების თაობაზე ინფორმაცია მოგვაწოდეთ წინასწარ : contact@kutaisi.gov.ge“, – ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.