ფოთის მერია: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა 2020 წელს 25 პროგრამა დააფინანსა, 2021 წელს აფინანსებს – 30-ს.

463

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მაია მაკალათიამ საკრებულოს გაწეული მუშაობის შესახებ სამსახურის ანგარიში წარუდგინა (2020 წელი, 2021 წლის პირველი 6 თვე).

მოსახლეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვა ქალაქის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების პირობებში განაგრძობს მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა 2020 წელს განახორციელა 25 პროგრამა, ხოლო 2021 წელს ახორციელებს 30 პროგრამას.

მოსახლეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მიმართულების პროგრამათა დაფინანსების ჯამური თანხა 2020 წელს იყო 2 მილიონ 647 ათას 100 ლარი, ხოლო 2021 წელს დაგეგმილია 3 მილიონ 467 ათას 700 ლარი.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით ხორციელდება შემდეგი პროგრამები:

🔹 მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობის პროგრამა,რომლის ფარგლებში ფინანსდება, როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული მკურნალობა, სხვადასხვა სახის ქირურგიული ოპერაციები, ლაბორატორიული და თანამედროვე ტექნოლოგიების ინსტრუმენტალური გამოკვლევები, ქიმიო, რადიოთერაპია და სხვა სახის სამედიცინო სერვისები.
2020 წელს დახმარება გაეწია 539 მოქალაქეს, თანხით – 264 900 ლარი (მათ შორის სოციალურად დაუცველ 64 მოქალაქეს 27 071 ლარით).
2021 წელს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწია 409 ბენეფიციარს თანხით 189 997 ლარი;
🔹მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა მწვავე თუ ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
სულ: 2020 წელს პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწია 1415 მოქალაქეს -თანხით 132 900 ლარი;
აღნიშნულ პროგრამას 2021 წელს დაემატა ეპილეფსიით დაავადებულთა დახმარება ანტიკონვულსანტების შესაძენად და პროგრამის ბიუჯეტი მთლიანად განისაზღვრა 200 000 ლარით, მათ შორის: 2021 წელს დახმარება გაეწია 1139 მოქალაქეს, თანხით – 88 955 ლარი.
🔹შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსების პროგრამა,რომელიც მოიცავს 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა, მათ შორის აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაციის დაფინანსებას. სულ პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწია 57 ბენეფიციარს, თანხით 41 700 ლარი; 2021 წელს დახმარება გაეწია 44 არასრულწლოვან ბენეფიციარს თანხით 55 850 ლარი;
🔹ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებულთა (18 წლამდე ასაკის) კვებითი დანამატებით უზრუნველყოფის პროგრამას ცელიაკიით დაავადებულ პირთა კვებითი დანამატებით უზრუნველყოფა დაემატა 2020 წლიდან. პროგრამა ითვალისწინებს ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებულ პირთა კვებითი დანამატებით უზრუნველყოფის მიზნით, ბენეფიაციარების დაფინანსებას არაუმეტეს 1000 ლარით წელიწადში ერთჯერ. 2020 წელს დახმარება გაეწია 4 არასრულწლოვან ბენეფიციარს, 2021 წელს კი დახმარება გაეწია 3 არასრულწლოვან ბენეფიციარს ;
🔹 კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარების პროგრამა ამოქმედდა 2020 წლიდან .პროგრამა ითვალისწინებს კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 0-18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პირების დახმარებას აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით.
2020 წელს დახმარება გაეწია 1 არასრულწლოვან ბენეფიციარს ,2021 წელს გაიზარდა ასაკობრივი ზღვარი და ითვალისწინებს კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 0-21 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პირების დახმარებას აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით;
🔹 დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევის პროგრამა ამოქმედდა 2020 წლიდან. პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების თვალის პათოლოგიების და სქოლიოზის გამოვლენას და პრევენციას;
🔹 სასმელი, სარეკრიაციო და ჩამდინარე წყლების სანიტარულ – ბაქტერიოლოგიური და სანიტარულ-ქიმიური გამოკვლევის პროგრამის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სასმელი, სარეკრიაციო და საბანაო წყლის ხარისხის სისტემატიური ლაბორატორიული კვლევა, ინფექციური დაავადებებისა და ეპიდაფეთქებების თავიდან აცილებლის მიზნით;
🔹მოსახლეობაში ბავშვთა კომპლექსური სამედიცინო გასინჯვები და ლაბორატორიული გამოკვლევები;
🔹ონკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევა და პრევენცია;
🔹მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარების პროგრამა;
🔹განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზის პროგრამაში მონაწილეთა ტრანსპორტირება;
🔹 მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ამავე ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეთა დახმარების პროგარმა;
🔹სარიტუალო მომსახურება;
🔹ახალშობილთა ოჯახების დახმარება;
🔹მარტოხელა დედათა დახმარება;
🔹 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისა და დაჭრილ მოქალაქეთა დახმარების პროგრამა;
🔹 ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა ;
🔹უსინათლოებისა და ყრუ-მუნჯთა მატერიალური დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად;
🔹სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული ;
🔹უსინათლოების მატერიალური დახმარება წნევის გამზომი აპარატის შესაძენად;
🔹შშმ ბავშვთა დღის ცენტრის დახმარება კომუნალური გადასახადების დაფინანსება;
🔹ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებები;
🔹სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერა;
🔹ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (უფასო სასადილო, შინმოვლის პროგრამა) ხელშეწყობა;
🔹 შეჭირვებული ოჯახების შეშით უზრუნველყოფის პროგრამა;
🔹 თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა;
🔹 გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამა;
🔹ძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მარტოდ მცხოვრები (მარტოხელა) სოციალურად დაუცველი პენსიონერი მოქალაქეებისათვის გაზიფიცირების ხელშეწყობის პროგრამა;
🔹 გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამა;
🔹 განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში, ასევე უბედურ შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება.

ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით სარგებლობა ფოთში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.