საზოგადოება “სტალინელის” თავმჯდომარეს გრიშა ონიანს გორის მერობა სურს

677

საზოგადოება “სტალინელის” თავმჯდომარეს გრიშა ონიანი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გორის მერობისთვის იბრძოლებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცლებს.

“ვაპირებ გორის მერობის კანდიდატობას. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის წინ, უნდა აღიმართოს სტალინური მაღლივი. სტალინი უნდა გადმოვასვენოთ და დავმარხოთ გორის ციხის თავზე და შევქმნათ წმინდა მთა. კეკეც უნდა გადმოვასვენო აქ და იქ ვისაც უნდა ჩაწვეს და ჩაძვრეს. აქვე წამოვა საქართველოს გამაერთიანებლის, დიდი დავით აღმაშენებლის ნეშთი და დაიმარხება გორის ციხეზე” – ამბობს ონიანი.

როგორც ცნობილია, გრიშა ონიანი გორელებთან შეხვედრას 3 ივლისს გამართავს.