საარჩევნო კომისიის წევრის, მარინა ჟღენტის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა

1196

30 სექტემბერს №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმის №1 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, მარინა ჟღენტის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

ოქმის შედგენის მიზეზი გახდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ, ამომრჩეველთა ბარათების დარიგებისას, საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის გავრცელება.

მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს,  შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის სასამართლოს.

ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს.