პეტიცია ქედის საკრებულოში. მოსახლეობა სოფლებიდან დაბა ქედამდე გადასაადგილებელი მარშრუტის დანიშვნას ითხოვს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
სხვადასხვა სერვისის მისაღებად მოსახლებას ფეხით რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს. პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება მათ პოლიკიტურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას უზრუნველყოფს.
პეტიციამ ერთი თვის განმავლობაში მინიმუმ 157 მოქალაქის ხელმოწერა უნდა დააგროვოს. ქედის საკრებულოს აპარატში განმარტავენ, რომ სატრანსპორტო სისტემის განვითარების მიზნით ტენდერი გამოცხადებულია.