ხარაგაულის ბაღებში „საზაფხულო ჯგუფი“ არ იქმნება

309

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში პირველ ივლისს სასწავლო წელი დასრულდა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს აღსაზრდელებისთვის „საზაფხულო ჯგუფი“ არ შეიქმნება, ვინაიდან მშობლებისგან ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა.