ამბროლაურში ბრატისლავა – რაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

610

ამბროლაურში ბრატისლავა – რაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამბროლაურის მერიის ინფორმაციით, დღეს, სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბრატისლავა-რაჭის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

„პროექტის ფარგლებში მოეწყობა: ტროტუარები, გაზონები, გარე განათება, სანიაღვრე სისტემა, გარკვეული ადგილები მოპირკეთდება ქვაფენილით, გამწვანდება ტერიტორიის ნაწილი და განხორციელდება სხვა დამატებითი სამუშაოები.

სამუშაოებს ამხანაგობა „როიალბილდი“ ახორციელებს. პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 4 300 000-მდე ლარს შეადგენს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.