პედაგოგს, რომელმაც ღია გაკვეთილი “ოცნების” დროშების ფონზე ჩაატარა, საყვედური გამოუცხადეს

903

ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის ხატვის პედაგოგს ნათელა ღლონტს, სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა საყვედური გამოუცხადა.

“მასწავლებელს სამსახურეობრივი გულგრილობითვის, იმისთვის, რომ მისი დაუდევრობით სკოლის სახელი შეიბღალა, ასევე მასწავლებლის ეთიკის დარღვევისთვის გამოეცხადა საყვედური”, – განაცხადა ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ჯული ჯინჯოლავამ.

მისივე თქმით, აღნიშნული პედაგოგისთვის ეს პირველი საყვედურია:”40 წლის განმავლობაში მადლობის მეტი ამ პედაგოგს არ მიუღია, ის არის აქტიური და წარმატებული მასწავლებელი. ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო საგაკვეთილო პროცესის პოლიტიზირება, იმიტომ რომ მას დაუდევრობით მოუვიდა და ვერ გათვალა. მისი საქციელის გამო კი დაზარალდა სკოლა”.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის ხატვის პედაგოგმა ნათელა ღლონტმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ბორჯომის ცენტრში ღია გაკვეთილი ჩაატარა მოსწავლეებს, ასფალტზე ხატვის დროს, ეროვნულ დროშასთან ერთად, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დროშები ეკავათ.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე