ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დღეს სრულდება. თუმცა, ზაფხულში ორი მორიგე ბაღი იმუშავებს.
ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, მორიგე ბაღები (N15 და N19) მუშაობას 28 ივნისს დაიწყებენ და ერთი თვე გააგრძელებენ.
რაც შეეხება, მორიგე ბაღებში რეგისტრაციას, წიტაიშვილის თქმით, მშობლებმა განცხადებები უნდა წარადგინონ.
“სურვილი უკვე 200-მდე მშობელმა გამოხატა”,- ამბობენ გაერთიანებაში.
ქუთაისის მერიის ა(ა)იპ ბაგა–ბაღების გაერთიანებაში სულ 37 ფილიალი.