განზრახვა არის, რომ გაურთულონ ოპოზიციას და საზოგადოებას მომზადება არჩევნებისთვის, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 2 ოქტომბერს დანიშვნას.
როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ამ გზით „ქართული ოცნება” ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები დრო იყოს არჩევნებამდე, რათა ამ მოსახლეობის ბრაზმა არჩევნებზე გამოხატულება არ ჰპოვოს.
„ყველასთვის ნათელია, რომ ჯანდაცვის სფეროში უმძიმესი ვითარებაა, სიკვდილიანობა იზრდება, ეკონომიკა ყოველდღე უარესდება და ამ ვითარებაში ივანიშვილს რეჟიმს მიაჩნია, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა იყოს არჩევნებამდე, რათა ამ ბრაზმა არჩევნებზე გამოხატულება არ ჰპოვოს. ამან არ უნდა შეცვალოს ოპოზიციის ამოცანები, სწორი მუშაობის და მოქალაქეების აქტიურობის შემთხვევაში შედეგი ივანიშვილის რეჟიმისთვის მკაფიო პოლიტიკური განაჩენის გამოტანა იქნება. რა თქმა უნდა, განზრახვა არის, რომ გაურთულონ ოპოზიციას და საზოგადოებას მომზადება არჩევნებისთვის, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.