გიორგი ხოჯევანიშვილი: უსახურ შენობებს უნდა მიეცეთ დატვირთვა

479

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლოებას აწუხებს არის სახელმწიფო ქონება, რომლიც რიგ რეგიონებშია გაფანტული, მათ არ აქვთ არანაირი დატვირთვა”, – განაცხადა გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

დეპუტატმა სხდომაზე ორი ინიციატივა გააჟღერა, რომლიდანაც ერთი ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებას, მეორე კი უფუნქციოდ დარჩენილ სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ქონებას ეხებოდა.

ხოჯევანიშვილის ინიციატივით, რეგიონებში უსახურ და მიტოვებულ შენობებს დატვირთვა უნდა მიეცეს.

“ეს პრობლემა წლების განმავლობაში ვერ მოგვარდა. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვიხელმძღვანელეთ ევროპული პრაქტიკით, როდესაც წლების განმავლობაში, ესა თუ ის ქონება არ არის დატვირთული და ამავე დროს წარმოადგენს უსახურ შენობებს და ასევე წარმოადგენს ისეთ ქონებას, რომლის რეალიზების შემთხვევაში დამატებითი ღირებულება შეიქმნას. იმედი მაქვს, ეს ინიციატივა მხარდაჭერილი იქნება და მოსახლეობის ინტერესებზე იქნება მორგებული”, -განაცხდა გიორგი ხოჯევანიშვილმა.