“ქართულმა ოცნებამ” ახალქალაქში კანდიდატები წარადგინა

1083

“ქართულმა ოცნებამ” ახალქალაქში მერობის და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

მმართველი გუნდის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, საბავშვო ბაღების და სხვადასხვა სტრუქტურების თანამშრომლები. მოსახლეობას კანდიდატები წარუდგინა ენზელ მკოიანმა. მერობის კანდიდატად  “ქართული ოცნებიდან” წარადგინეს იურიკ იუნანიანი. სოფელ ზაკის დეპუტატობის კანდიდატია ჰამლეტ მოვსინაიანი, ასევე კანდიდატები არიან აშოტ საარიანი, გრიგორ ცორმუტიანი, მელკოლ მაკარიანი. წარდგენილი კანდიდატების უმრავლესობა იყო ახალი სახე.

მერობის კანდიდატი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და იმედების გამართლებას დაჰპირდა.  ასევე შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიის სხვა წარმომადგენლებიც.

წყარო: jnews.ge