ტიკარაძე: კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების 47%, რომელიც სოციალურ დახმარებას იღებს შრომისუნარიანია, ამიტომ ისინი შრომის ბაზრისთვის უნდა გადავამზადოთ

832

ჩატარდა საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილის ნაწილის კვლევა, რომელიც იღებს სოციალური დახმარებას. კვლევით დადგინდა, რომ ამ მოქალაქეების 47% რომლებიც დახმარებას იღებენ შრომისუნარიანები არიან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს ადამიანები არიან იმ ასაკში, როცა მათ შეუძლიათ შექმნან ყველაზე მეტი დოვლათი საკუთარი თავისთვის, ოჯახებისთვის და რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვის. აქედან გამომდინარე „სოციალური კოდექსის“ შექმნა არ გულისხმობს მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის რეფორმას, ჩვენ ინტენსიური სამუშაოები დავგეგმეთ ეკონომიკის სამინისტროსთან, სადაც მიზნობრივად იქნება განსაზღვრული ადამიანების უნარების შესწავლა. ასევე განათლების სამინისტროსთან ერთად მოხდება ამ ადამიანების გადამზადება შრომის ბაზრისთვის, რათა მათ გაუძლონ კონკურენციას და შეძლონ საკუთარი თავის დამკვიდრება და დასაქმება. ასევე ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება იმ მიმართულებით, რომ ბიზნესის კუთხით ჩვენ ამ ადამიანებისთვის მოვახერხოთ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა“, – განაცხდა ტიკარაძემ.