სასწრაფომ სოფლამდე ვერ მოაღწია, ავადმყოფი ფლატემდე ციგით ჩამოვიყვანეთო, – ადიგენში, არზნეს გზის მოასფალტებას ითხოვენ

410

ადიგენში, სოფელ არზნემდე მისასვლელი გზის მოასფალტების მოთხოვნით „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ’’ თვითმმართველობას მიმართა. ორგნიზაციის ინფორმაციით, 18 კომლიან მაღალმთიან სოფელში, უგზოობის გამო ხშირად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მაქანა ვერ მიდის. არზნეში არ არის ამბულატორია, საბავშვო ბაღი, საჯარო სკოლა, მაღაზია, არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ინფორმაციას toktv.ge ავრცელებს.

“ერთ-ერთი ადგილობრივი გვიყვება: იმის გამო, რომ სასწრაფომ სოფლამდე ვერ მოაღწია, ავადმყოფი ფლატემდე ციგით ჩამოვიყვანეთო,” — ამბობს ორგანიზაციის რეგიონული კოორდინატორი, თამუნა უჩიძე.

საპირისპიროს ამბობს მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი. მისი თქმით, გზები მოხრეშილია და საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

ბალახიშვილი ამბობს, რომ მერია გაეცნობა განცხადებას და მოგვიანებით გასცემს  დასაბუთებულ პასუხს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ” ინიციატივა და თანდართული ადგილობრივების ხელმოწერები ადიგენის მერიაში უკვე შეიტანა.