ჩიქოვანი: ბათუმში წელს 21 სპორტული მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა

378

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბათუმში 21 სპორტული მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა უკვე დასრულდა თამარ მეფის მესამე შესახვევში.

„გავითვალისწინეთ მოსახლეობის თხოვნა და დავამონტაჟეთ საბავშვო ატრაქციონები. დამატებით, დაგეგმილი გვაქვს ტრენაჟორების განთავსებაც. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, ჩვენ წელს 21 სპორტული მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაციას ვახორციელებთ და ვგეგმავთ, ეს მასშტაბები კიდევ უფრო გავზარდოთ. პროექტის ფარგლებში, სპორტულ მოედანზე დაიგო მწვანე კორდი, მოეწყო საფეხბურთო კარები, საკალათბურთო ფარები, ტრიბუნა და შემოიღობა ტერიტორია. მოედნის მიმდებარედ დამონტაჟდა რკინა-ბეტონის სანიაღვრე ჭა, დამცავი კედლების მოაჯირები, ბორდიურები და ფილები. სამუშაოების ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღემატება,“- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.