კვირას, 20 ივნისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში, საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, წლების განმავლობაში წყალი მკაცრი გრაფიკით მცირე ხნით მიეწოდებათ და მარაგის აღებასაც კი ვერ ასწრებენ. პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით, მათ ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა, პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა.
აქციის მონაწილეებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი შეხვდა. როგორც მან განაცხადა, სოფელ კრწანისის წყალგაყვანილობის რეაბილიტაციის პროექტი უკვე შემუშავებულია და პრობლემა აუცილებლად მოგვარდება.