ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებას აგრძელებს. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, შანიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. კეთდება ასფალტო-ბეტონის საფარი, ტროტუარი და ღვარსადენი სისტემა.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს შპს „გლობალ ბილდინგი“ ასრულებს. შანიძის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 819 000 ლარია გამოყოფილი და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
ქალაქის მერმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა ჩხობაძის ქუჩის მე-3 ჩიხში მშენებარე და ფოთის ქუჩაზე ახლახან დასრულებული მინი სპორტული მოედნები მოინახულეს.
„ქალაქის თითქმის ყველა უბანში მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კეთდება გზები, ტროტუარები, საყრდენი კედლები, სანიაღვრე სისტემები, სპორტული მოედნები. დღეს შანიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და ორი სპორტული მოედანი მოვინახულეთ. წელს ქუთაისში 8 ახალი მარტივი ტიპის მოედანს მოვაწყობთ, რაც ჯამში ნახევარი მილიონი ლარის ღირებულებისაა. მინი-მოედნები ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის კარგი საჩუქარია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლა“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.