საკრებულომ მიიღო ნამდვილად პრინციპული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, თბილისში აშენდება უპრეცედენტოდ დიდი სარეკრეაციო ზონა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ გუშინ უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გიორგი ტყემელაძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება არის თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.
„ზუსტად ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“. მათ ნამდვილად არ აქვთ მანდატი და საზოგადოების მხარდაჭერა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ნამდვილად შევუწყვეთ ხელი, რომ ჩვენი ქალაქისთვის უპრეცედენტოდ უმნიშვნელოვანესი სარეკრეაციო ზონა შეიქმნება“, – განაცხადა ტყემალაძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი