რამდენიმე დღეში, ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე-მუზეუმი ახალი ნივთებით გამდიდრდება. ნივთებს დირექტორმა სოფიო ცუცუნაშვილმა თბილისში მიაკვლია. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
როგორც ირკვევა, საუბარია დავით სარაჯიშვილის მიერ საფრანგეთში შეკვეთით დამზადებულ ჭურჭელზე, რომელიც შემდეგ დას, მარიამ ერისთავს აჩუქა.
ეს ჭურჭელი თბილისში ერთ-ერთ ოჯახში ინახებოდა. ცოტა ხნის წინ, ის ეროვნულ მუზეუმს გადასცეს. ეროვნული მუზეუმი კი, ლამისყანის მუზეუმს გაუგზავნის. ჯამში, ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლეს 800 ლარამდე დაუჯდება.
როგორც კასპის კულტურის სამსახურის უფროსი, გივი მელაძე აღნიშნავს, ნივთები იმაზე მეტად ღირებულია, ვიდრე მისი ფასი. ამიტომ, თვლის, რომ აუცილებელია მისი შეძენა ლამისყანის მუზეუმებისთვის.
ლამისყანის მენეჯერმა სოფიო ცუცუნაშვილი აღნიშნავს, რომ მარიამ ერისთავი იყო შალვა ქსნის ერისთავის შთამომავალი. ხოლო მისი ნაქონი ფაიფურის ორი თეფში, მინის ჭიქა და სურა მნიშვნელოვანი იქნება მისი შეძენა.
,,ამ ნივთებს აქვს მემორიალური ეპოქალური მნიშვნელობა და მის შეძენას მუზეუმისთვის უდიდესი ღირებულება გააჩნია, რადგან შალვა ქსნის ერისთავის შთამომავლები იყვნენ ლამისყანის ქსნის ერისთავები, კერძოდ თორნიკე ქსნის ერისთავი. ყოველივე ამის გათვალისწინებით აღნიშნული ნივთების შეძენა უმნიშვნელოვანესია” – აღნიშნავს სოფიო ცუცუნაშვილი.