ბათუმის საკრებულოს ჯანდაცვის კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

382

ბათუმის საკრებულოს ჯანდაცვის კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. დიმიტრი ჭეიშვილი, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, ელგუჯა ანდრიაძემ ჩაანაცვლა. მას მხარი საკრებულოს 15-მა წევრმა დაუჭირა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

კენჭისყრაში ოპოზიციის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ. ანდრიაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი 2017 წლიდანაა. წარმომადგენლობით ორგანოში საქმიანობას, დამოუკიდებელი წევრის სტატუსით ახორციელებს. მმართველმა გუნდმა, ლევან ანთაძის ადგილმონაცვლეობის საკითხიც განიხილა. ყოფილი დეპუტატის  ადგილი ნაზი ფუტკარაძემ დაიკავა.