თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, კრწანისის რაიონში, სადაც ხმების დათვლა ელექტრონულ ფორმატში ტარდებოდა, პირველადი ინფორმაციით, კოალიცია იმარჯვებს.
მინდა პირველადი შედეგები მოგაწოდოთ, კრწანისის რაიონში, ფონიჭალის სამივე საარჩევნო უბანი დასრულდა კოალიციის გამარჯვებით. ასეთივე შედეგებით დასრულდება აბსოლუტური უმრავლესობა საარჩევნო უბნებში დათვლილი ხმების შედეგად და ოქმებიც ასე გაფორმდება, უბრალოდ იქ მეტი ბრძოლა გვჭირდება, აქ ელექტრონულ ფორმატში ტარდებოდა და უბრალოდ ამოსარტყმელი იყო ე.წ. ჩეკი – თქვა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, “მთავარი არხის” ეგზიტპოლების თანახმად, დედაქალაქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, კახა კალაძემ 49% მიიღო, ხოლო ნიკა მელიამ 51%.
იმედის ეგზიტპოლის თანახმად კი კახა კალაძე – „ქართული ოცნება“ – 57.2%; ნიკანორ მელია – „ნაციონალური მოძრაობა“ – 42.8%.