გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ციცაგიაანთკარში 144 ოჯახს უკვე 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება სასმელი წყალი, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი ერთობლივად განახორციელეს გორის მუნიციპალიტეტმა, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) და USAID-ის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა „ზრდამ“.
„ეუთოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო იტალიის სახელმწიფომ, როგორც ეუთოს წევრმა ქვეყანამ.
პროექტის გახსნის ცერემონიალს დღეს ციცაგიაანთკარში გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.