გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ციცაგიანთკარში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა დასრულდა. მერიის ინფორმაციით, სოფლის ერთი უბანი, სადაც 75 ოჯახი ცხოვრობს, ათწლეულების შემდეგ, სასმელ წყალს შეუფერხებლად პირველად მიიღებს.
„სოფელ ციცაგიანთკარის სასმელი წყლის სისტემის მოწყობისთვის, 2020 წელს გადმოგვეცა საპროექტო დოკუმენტაცია „USAID zrda” პროექტის მიერ. ამავე პროექტის მიერ ეუთოდან მოძიებული იქნა პროექტის დასაფინანსებლად 90 074 ევრო, რომელიც იტალიის რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი თანხაა. მთლიანობაში კი პროექტის ღირებულება შეადგენდა 358 000 ლარს. მერიის მხრიდან თანადაფინანსება შეადგენს 24 000 ლარს. სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამდენი წლის შემდეგ პირველად, აღნიშნული სოფლის ერთი უბნის მოსახლეობა შეუფერხებლად მიიღებს სასმელ წყალს“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.