შუქრუთის მოსახლეობამ შიმშილობა შეწყვიტა

676

შუქრუთის მოსახლეობამ პროტესტი და შიმშილობა შეწყვიტა. როგორც პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ნეფარიძემ განაცხადა, შუქრუთის მოსახლეობასა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება შედგა.

„შევთანხმდით, მოხდა ჩვენსა და კომპანიას შორის შეთანხმება, ოფიციალურად გაფორმდა დოკუმენტაცია ხელმოწერით და ამის შემდეგ შეწყდა პროტესტი. ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება“, – განაცხადა ნეფარიძემ.

ცნობისთვის, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავდა. მათმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. როგორც ისინი აცხადებდნენ, კომპანიის საქმიანობის გამო სახლები ენგრევათ.