როდიდან გახდება თელავში ავტობუსით გადაადგილება ფასიანი

324

თელავში 5 ახალი ავტობუსი მოძრაობს, რომელსაც უახლოეს პერიოდში კიდევ 5 დაემატება. ამ დროისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა. როგორც თელავის მუნიციპალიეტში კახეთის ხმას განუცხადეს, მგზავრობა კვლავ უფასო იქნება და ჯერ-ჯერობით უახლოესი ერთი თვე მოსახლეობას მგზავრობის საფასურის გადახდა არ მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თელავს ევროსტანდარტების 10 ავტობუსი ჰყავს. აქედან სრული დატვირთვით მხოლოდ 5 ავტობუსი მუშაობს.

ასევე შეგახსენებთ, რომ თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა 8 თებერვლიდან დაიწყო. EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი თელავს გასული წლის ბოლოს ოფიციალურად გადაეცა. ახალი ავტობუსები გათვლილია 60 მგზავრზე. ის სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

მთლიანობაში თელავის მუნიციპალიტეტს ეყოლება 40 ავტობუსი. ტრანსპორტის ამუშავებისთვის, შექმნილია ა(ა)იპ ორგანიზაცია, რომელიც მის გამართულ მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი. ასევე გადამზადდა 23 მძღოლი. ცნობილია ავტობუსების გადაადგილების 4 სავარაუდო მარშრუტი.