ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა კიდევ ერთ მისამართზე სრულდება

561

საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთ მისამართზე სრულდება.

ბოლო ათეული წლების შემდეგ პირველად, კლდეეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მწყერიციხიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახუნდარამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.

პროექტის მიხედვით საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი მოეწყო, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორი სოფლის დამაკავშირებელ ხიდს და მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 120 282 ლარია. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას ზესტაფონისა და ხარაგაულის მოსახლეობა შეძლებს. გზის რეაბილიტაციას შპს „ბორანი“ ახორციელებს.