მიქანაძე: შემთხვევითობის პრინციპით 12 პროფესიონალი მთვლელი შევარჩიეთ, რომლებიც პროცესს თავიდან ბოლომდე წარმართავენ

310

წინა სტატია

შემთხვევითობის პრინციპით 12 პროფესიონალი მთვლელი შევარჩიეთ, რომლებიც 2 ჯგუფად არიან გაყოფილნი, თითო ოთახში 6 მთვლელი კომისიის 2 წევრის მეთვალყურეობის ქვეშ განახორციელებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ განაცხადა.

„შემთხვევითობის პრინციპით 12 პროფესიონალი მთვლელი შევარჩიეთ, რომლებიც 2 ჯგუფად არიან გაყოფილნი, თითო ოთახში 6 მთვლელი კომისიის 2 წევრის მეთვალყურეობის ქვეშ განახორციელებს.

კომისიის წევრები საერთოდ არ იქნებიან კონტაქტში იმ ბიულეტინებთან და იმ დახურულ ყუთებთან, რომელიც ცესკომ გადასათვლელად წარმოადგინა. ამ პროცესს თავიდან ბოლომდე პროფესიონალი მთვლელები წარმართავენ“, – განაცხადა მიქანაძემ.