საკანონმდებლო ორგანოში, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დაიწყო. სხდომაზე შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ უბნებს გადათვლიან. კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, გადათვლა ორ ოთახში, ერთდროულად ჩატარდება – ასევე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 12 მთვლელის მიერ.
გივი მიქანაძის განცხადებით, პროცესი სრულიად გამჭვირვალეა და „ლაივსტრიმით“ უზრუნველყოფილი იქნება. კომისიის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, აღნიშნულ პროცესში ჩაერთონ.
პირდაპირი ტრანსლაცია იხილეთ ამ ბმულზე.