გივი მიქანაძე: ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მიყურადებას სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე

604

ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მიყურადებას სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე – ამის სესახებ ოცნების დეპუტატმა  გივი მიქანაძემ  ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” საფუძვლიანი ვარაუდით, ცესკოში დამკვირვებლად დარეგისტრირებული ორგანიზაციები  კავშირში არიან და ფინანსდებიან ოპოზიციური პარტიებიდან.

“ჩვენ გავაგრძელებთ დარჩენილი 3 კვირის განმავლობაში აქტიურ მიყურადებას, იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც საარჩევნო კომისიები, თუ კონკრეტული ოლქების  მიერ იქნება დარეგისტრირებული როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია, იმისთვის, რომ საზოგადოების წინაშე ვამხილოთ ეს ორგანიზაციები, რომლებიც არიან არა რეალურად დაკვირვებაზე ორიენტირებულები, არამედ დესტრუქციაზე არიან ორიენტირებული  და ისინი წარმოადგენენ ფილიალებს იმ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც ემზადება არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ რეალურად ემზადება 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის”- განაცხადა მიქანაძემ .

მან წარმოადგინა პრეზენტაცია, სადაც ნაჩვებებია, რომ ცესკოში დამკვირვებლად დარგისტრირებული ორგანიზაციებიდან რამდენიმე ოპოზიციურ პარტიებთანაა აფელირებული.

“ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ საზოგადოება დეტალურად იყოს ინფორმირებული რადიკალური ოპოზიციის ქვეყნისთვის დამაზიანებელი საქმიანობისა და გეგმების შესახებ, რომლითაც მათ სურთ შეამზადონ სიტუაცია და შექმნან ფონი ვითომდა 2 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული გამოცდილება ნათელს ხდის, რომ არჩევნების ნეიტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აკვირდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც პირდაპირ აფილირებული არიან სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან.

ხშირ შემთხვევაში, მსგავსი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების ძირითად მიზანს საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობისთვის ხელის შეშლა და პროვოკაციული მოქმედებების განხორციელება წარმოადგენს, რათა როგორც საერთაშორისო პარტნიორებსა და მოკავშირეებს, ისე ჩვენს საზოგადოებას წინასწარ შეექმნას აღქმა ქვეყანაში საარჩევნო პროცესის ვითომდაც „კანონდარღვევით“ მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ოპოზიციური პარტიებისთვის არასასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში, მათი უმრავლესობის მხრიდან ადგილი აქვს აღნიშნული „აღქმების“ გამოყენებას, ჩატარებული არჩევნების „გაყალბებულად“ წარმოჩენასა და საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართველი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რისი ნათელი გამოხატულებაც იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში განვითარებული დესტრუქციული მოვლენები”-განაცხადა მიქანაძემ. .