თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი წევრის, დავით ჯორჯაძის უფლებამოსილება ცნო. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
უწყების ინფორმაციით, ჯორჯაძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიის გამოკლებული წევრის, ლევან ლილუაშვილის ადგილმონაცვლეა.
,,საკრებულოს წევრის, ლევან ლილუაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მისმა დანიშვნამ განაპირობა. ლილუაშვილის საკრებულოდან გასვლის გამო ცვლილება შევიდა ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა და სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების შემადგენლობაში, რომელთა წევრიც ის იყო”, – განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.