ირაკლი ჩიქოვანი: კახა კალაძის მერობის საკითხი დამოკიდებულია თავად კახა კალაძეზე

285

კახა კალაძის მერობის საკითხი დამოკიდებულია თავად კახა კალაძეზე, – ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა აღნიშნა, რომ კალაძე თბილისის საუკეთესო მერია.

„კახა კალაძის მერობის საკითხი დამოკიდებულია თავად კახა კალაძეზე. თქვენ ხედავთ, რომ მან დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გულისხმობს ანგარიშის ჩაბარებას თბილისის მოსახლეობისთვის, იმ კონკრეტული პროექტების და დანაპირების მიმართულებით, რომელიც ჰქონდა არჩევნებამდე და ყველა კარგად ვხედავთ, რომ ეს არის წარმატებული, შედეგიანი მერობა“, – აცხადებს ჩიქოვანი.