გაბუნია: ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების აქტიური ტემპით მოხსნა აღარ იგეგმება

456

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების აქტიური ტემპით მოხსნა აღარ იგეგმება.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დღეს არსებული რეგულაციები ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა.

„ძალიან ბევრი შეზღუდვა მოიხსნა ბოლო პერიოდის განმავლობაში, მეტად აქტიური ტემპით შეზღუდვების მოხსნა, რა თქმა უნდა, აღარ იგეგმება, რადგან ის რეგულაციები, რომელიც დაწესებულია ტურიზმის და სარესტორნე ბიზნესისთვის უნდა იქნეს ზედმიწევნით დაცული იმისთვის, რომ მათ შეძლონ ტურისტების აქტიური შემოსვლის პერიოდში უსაფრთხო მუშაობის გაგრძელება. ეს არის რეგულაცია, რომელიც ჩვენ გვაძლევს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების შესაძლებლობას“, – განაცხადა გაბუნიამ.