ბათუმის მერიამ 16 მრავალშვილიან ოჯახს ბინები გადასცა

374

ბათუმის მერიამ 16 მრავალშვილიან ოჯახს ბინები გადასცა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამაში ცვლილებები საკრებულომ დღეს დაამტკიცა.

„დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა. მისი ინიაციატივით, ბათუმის მერიამ 16 მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც 6 და მეტი შვილი ჰყავს, საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადასცა.

მანამდე აღნიშნული პროგრამით 7 და მეტ შვილიანი ოჯახები სარგებლობდნენ. ცვლილებების თანახმად, საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში იმ მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემათ, რომლებსაც 6 და მეტი შვილი ჰყავთ.

დღესვე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობასთან დაკავშირებით, რომლითაც სარგებლობას შეძლებენ: პენსიონერები, მასწავლებლები, სტუდენტები, სკოლის მანდატურები, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.