რუსთავის ბაღებში პრიორიტეტით ჩასარიცხი ბავშვების განცხადებების მიღება დაიწყო

491

ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, რუსთავის ბაღებში პრიორიტეტით ჩასარიცხი ბავშვების განცხადებების მიღება დაიწყო. განაცხადების მიღება დღეიდან, 4 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. ამის შესახებ ტვ4 წერს.

ბაგა-ბაღების გაერთიანება მიიღებს განცხადებებს ბავშვების ჩასარიცხად პრიორიტულად მიჩნეული შემდეგი კატეგორიიდან:

1. მრავალშვილიანი ოჯახი – ოთხი ან მეტი შვილი.
ამავე კატეგორიას მიეკუთვნება მეოთხე ბავშვზე ფეხმძიმე დედაც.
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს დედის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.
დედის ფეხმძიმობის შემთხვევაში ჩამოთვლილ საბუთებს უნდა დაერთოს ორსულობის დამადასტურებელი ცნობა.

2. დედმამიშვილები
განცხადებას დაურთეთ მშობლის პირადობის მოწმობის ასლი,
ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.

3. დედით ან/და მამით ობოლი ბავშვები.წარმოადგინეთ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი,
მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი,
მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი.

4. მარტოხელა მშობლის შვილები.
წარმოადგინეთ მშობლის პირადობის მოწმობის ასლი
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
სტატუსის დამადასტურებელი ცნობა იუსტიციის სახლიდან.

5. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები.
მშობელმა უნდა წარმოადგინოს სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც განსაზღვრავს პირის სპეციალურ საჭიროებას.
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
მშობლის პირადობის მოწმობის ასლი

6. მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები
განცხადებას უნდა დაერთოს ხელშეკრულება, რომ ბავშვი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ.
მიმღები მშობლის პირადობის მოწმობის ასლი,
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი

7. ბაღის თანამშრომელთა შვილები.
განცხადებას დაურთეთ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
მშობლის პირადობის მოწმობის ასლი.6 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით პერიოდში განცხადებით ჩარიცხული ბავშვების მშობლებმა უშუალოდ ფილიალში უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
1. 2 ფოტოსურათი (3×4)
2. ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ, გაცემული იუსტიციის სამინისტროს სსიპ,,სამოქალაქო სერვისების განვითარებისს სააგენტოს”(იუსტიციის სახლი) ან ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ
3. ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100)