სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, მალხაზ თორიამ თანამდებობა დატოვა

472

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ თანამდებობა დატოვა.

“დღეს დილით დავწერე განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ”, – უთხრა მან ლაივპრესს.

კითხვაზე, რა მიზეზით გადადგა თანამდებობიდან, მან უპასუხოდ დატოვა.

“წამოვედი პირადი განცხადების საფუძძველზე, რა მიზეზით ამაზე არ გიპასუხებთ”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

ის 2020 წლის 6 აპრილიდან სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილედ დაინიშნა

2020 წლის აგვიტოდან, 2021 წლის 9 თებერვლამდე – სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

მიმდინარე წლის 9 თებერვალს კი გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დანიშნა.