არ მგონია, ოქტომბერში ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. ინფორმაციას გურიისმოამბე ავრცელებს.
“ძალიან არასწორი და მისთვის საზიანო მგონია მისი [გიორგი გახარიას] გადაწყვეტილება. არ მგონია, რომ ადვილი გზა ექნება პოლიტიკაში. შეიძლება, როცა დატოვებ მაღალ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, იყავი სიის პირველი ნომერი, გქონდეს ილუზია იმისა, რომ უკან სცენაზე შემოსვლა იქნება ავტომატურად წარმატებული, მაგრამ ამ წარმატებისთვის მას მოუწევს ბევრი წინაღობის გადალახვა და დიდი შრომა.
ამისათვის მას უნდა ჰყავდეს, ასევე რეიტინგული და მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც მე ჯერჯერობით მის გარშემო ვერ ვხედავ. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და შემდეგ კომენტარებიც გაკეთდება. მთავარი არის ჩვენი გქაეგმა და ის, რომ ქართული ოცნება თვითონ ემზადება არჩევნებისთვის და მე არ მგონია რომ მომავალ ოქტომბერში, იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც გაიმართება, ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას”, – თქვა წულუკიანმა.