სიღნაღის მერიასა და სათემო კავშირ ,,ნუკრიანს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

439

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასა და სათემო კავშირ ,,ნუკრიანს” შორის, ახალგაზრდულ ცენტრებთან დაკავშირებით, მემორანდუმი გაფორმდა.

უწყების ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, ადგილობრივ ახალგაზრდებს სხვადასხვა საინტერესო იდეის განხორციელების საშუალება მიეცემათ. ამისათვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტი და სათემო კავშირი ,,ნუკრიანი” მხარს დაუჭერს ახალგაზრდების ინიციატივების განხორციელებას ზემო ბოდბისა და ვაქირის ახალგაზრდულ ცენტრებში.

კერძოდ, ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ წარადგინონ სხვადასხვა პროექტები, რომლის განხორციელებაც საკუთარ სოფელში/ქალაქში სურთ.

სათემო კავშირი ,,ნუკრიანი” და სიღნაღის მუნიციპალიტეტი, თანამშრომლობენ “მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT-ადგილზე განმახორციელებელი ორგანიზაცია CTC)” ფარგლებში, რომელსაც მხარს ევროკავშირი უჭერს