შუახევში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სამუშაო პროცესს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე სოფელ ინწკირვეთში გაეცნო.
ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, შიდა სასოფლო გზების მშენებლობა – რეაბილიტაციაზე 1 000 000 ლარამდე დაიხარჯება. მოეწყობა 15 კმ ბეტონის საფარი და 5 უბანში გაყვანილი იქნება ახალი სამანქანე გზა.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება, ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.