ფოთის მერია 135 346 ლარად ქუჩის სარწყავ მანქანას იყიდის

771

ფოთში ინფრასტრუქტურული და ყოფითი პრობლემების მოგვარების, სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად ახორციელებს სხვადასხვა ავტოტექნიკის შეძენას. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

ამჯერად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ ასენიზაციის მანქანა შეისყიდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია მის ჩამოყვანას ივლისის შუა რიცხვებში უზრუნველყოფს. ხელშეკრულების ღირებულება 135 346 ლარს შეადგენს.

უკვე გამოცხადებულია ტენდერი ქუჩის სარწყავი მანქანის შესყიდვის მიზნით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 137 000 ლარს (დღგ-ს გარეშე).

გასულ წელს მერიამ ასევე შეიძინა 2 თვითმცლელი მანქანა, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს შესაბამისი სამსახურების მუშაობის პირობებსა და ხარისხს.

მიმდინარე წელს, 10 ერთეული ავტობუსით განახლდა ავტოპარკი. ფოთელებს უკვე რამდენიმე თვეა EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსები ემსახურება.