ეკონომიკის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

357

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ რომეო მიქაუტაძე დაინიშნა, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, 2019 წლიდან რომეო მიქაუტაძეს შპს „თბილსერვისჯგუფის“ დირექტორის პოსტი ეკავა.

უწყების ცნობით, მიქაუტაძეს ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. 2009 – 2019 წლებში იგი წამყვან, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა საჯარო უწყებებსა და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ენერგოკომპანიებში. მათ შორის, 2017 – 18 წლებში ეკავა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ენერგეტიკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების შერწყმის შედეგად გაერთიანებულ სამინისტროში კი მინისტრის მოადგილის თანამდებობები.