ბათუმში ქათამაძის ქუჩაზე და მიმდებარე ჩიხში მოსახლეობის წყალარინების ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები დაიწყო

215

ბათუმში, ქათამაძის ქუჩაზე და მიმდებარე ჩიხში მოსახლეობის წყალარინების ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები დაიწყო.

როგორც ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში 1900-მდე გრძ.მ-ზე ახალი ქსელი მოეწყობა.

მოძველებული წყალარინების სისტემა ადგილობრივებს ათეული წლის განმავლობაში დისკომფორტს უქმნიდა.

წყალარინების ახალი ქსელით 100-მდე აბონენტი ისაგებლებს.

აღნიშნულ სამუშაოებს, „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი ლევან დავითაძე ადგილზე გაეცნო.

„ქათამაძის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხში წყალარინების ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები დაიწყო. ახალი ქსელით 100-მდე აბონენტი ისარგებლებს. საკანალიზაციო სისტემა შეიცვალა მამია ვარშანიძის ჩიხში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ანგისისა და თამარის დასახლებაში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.