“დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ “პატრიოტთა ალიანსი” ბიძინა ივანიშვილის სატელიტია და ამის ფიქრის საბაბს პარტიის ბოლოდროინდელი განცხადებები აძლევს.
“ქართული ოცნების“ რიგებში არსებობდა გარკვეული პრობლემები. რამდენიმე დეპუტატი თავს იკავებდა კონსტიტუციაზე მხარის დაჭერისგან და ხელისუფლებას სჭირდებოდა დამატებითი ხმები, რათა კონსტიტუცია არ ჩავარდნილიყო. შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც 4 ხმით გავიდა აღნიშნული კონსტიტუცია და მათ შორის გახლდათ “პატრიოტთა ალიანსის” ხმებიც”, – თქვა ნინო ბურჯანაძემ.
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.
კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 119 დეპუტატმა გაიარა, საიდანაც 117-მა ხმა მისცა ახალ კონსტიტუციას. ამ 117-ში ერთი დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსიდანაა” და ის ნატო ჩხეიძეა. კონსტიტუციის ახალ პროექტს ორმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა. მოგვიანებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტისთვის ხმის მიცემის დროს დაფიქსირებული სავარაუდო ტექნიკური შეცდომის გამო, პატრიოტთა ალიანსმა გამოძიების დაწყებას მოითხოვა.
წყარო: იმედინიუსი