ხაშურის მერის მოადგილემ, ზურა როსებაშვილმა თანამდებობა დატოვა.
როგორც ის აღნიშნავს, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მან ხაშურის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ზვიად ქურდაძის მოთხოვნის შემდეგ დაწერა. როსებაშვილი ამბობს, რომ ეს იყო პარტიული გადაწყვეტილება და მისთვის არც მიზეზი განუმარტავთ.
„პირადად მე დავწერე განცხადება თანამდებობის დატოვებაზე. გუშინ დღის ბოლოს მქონდა ზვიად ქურდაძესთან შეხვედრა. ზვიადმა მთხოვა რომ, დამეწერა განცხადება და წავსულიყავი დაკავებული თანამდებობიდან. მე მივხვდი, რომ ეს არ იყო ზვიადის გადაწყვეტილება, ეს იყო პარტიული გადაწყვეტილება. მე პრობლემას ვერავის შევუქმნიდი, ვერც ზვიადს და ვერც იქ მომუშავე თანამშრომლებს, რომლებთანაც იდეალური ურთიერთობა მქონდა. დღეს დილით დავწერე განცხადება.
მე ამ მომენტისთვის არავის გუნდის მხარდამჭერი არ ვარ. ბევრი მეგობარი მყავს გახარიას გუნდშიც. ურთიერთობა მქონდა გიორგი ხოჯევანიშვილთან და მექნება კიდეც. ალბათ ამიტომ, მე ამას ვუკავშირებ. მიზეზები მერისთვის აღარ მიკითხავს, თავადაც მძიმე მდგომარეობაში იყო. სამწუხაროა, რომ 21 საუკუნეში ასეთი მეთოდებით აწერინებენ განცხადებებს თანამშრომლებს“, – განაცხადა ხაშურის მერის ყოფილმა მოადგილემ, ზურა როსებაშვილმა.