ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მინდვრის ჰიბრიდული საფარის მოწყობა დასრულდა.სამუშაოები წამყვანმა ბრიტანულმა ფირმა”Sispitches”-მა, კომპანია „ანაგის“ ფინანსებით უზრუნველყო.
მაღალტექნოლოგიური, კლიმატური პირობებისადმი მდგრადი საფარი გამოყენებულია ისეთ ცნობილ სტადიონებზე, როგორიცაა: მილანის „სან-სირო“ და ბარსელონას „ნოუ კამპი“.
ბათუმის სტადიონი უეფა-ს მე-4 კატეგორიისაა და 20 ათას მაყურებელს იტევს, ის 2020 წელს გაიხსნა და დინამო ბათუმმა ორი მატჩის ჩატარებაც მოასწრო.
ცნობილია, რომ ბათუმში 2023 წელს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის რამდენიმე და მათ შორის, ფინალური მატჩი გაიმართება. რაც შეეხება დინამო ბათუმისა და დინამოს თბილისის შეხვედრას, ის 8 მაისს, 20:15 საათზეა დაგეგმილი.