რიჟვაძე: აჭარაში ექვს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლებისთვის 20 მილიონი დაიხარჯება

377

აჭარაში ექვს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლებისთვის 20 მილიონი დაიხარჯება,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. იგი საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში თანაბრად განხორციელდება ეს პროექტი, რომელიც ნიშნავს, როგორც მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ახალი სივრცეების შექმნას, ახალი მიზიდულობის შექმნას. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდება ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა, მე ამისთვის მინდა ბატონ პრემიერს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომლებმაც, ძალიან მოკლე ვადებში შეძლეს ამ კონკრეტული პროექტის დაანონსება და უკვე დღეს, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში, გამოცხადებულია შესაბამისი შესყიდვის პროცედურები“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.