ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვის ფაქტზე ობიექტების გაფრთხილება დაიწყო. ადმინისტრაციულმა ზედამხედველობამ პირველი კლასის კონსტრუქციისა და მაგიდა-სკამების განთავსებისთვის შესაბამისი ნებართვის წარმოდგენის მოთხოვნით წერილობით უკვე 80-მდე დაწასებულებას მიმართა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტები ადმინისტრაციული სამართალთარდარღვევის ფაქტზე 150 პრიმა ერთი მუხლის მე-3 ნაწილით დაჯარიმდებიან, რაც გულისხმობს ჯიხურების, დახლების, ან სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებურ განთავსებას და ითავლისწინებს ჯარიმას ფიზიკურ პირზე 500, იურიდულ პირზე 1000 ლარის ოდენობით.
მიმდინარე წლის 30 მარტს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობის მიზნით გარევაჭრობისა და ტროტუარის შეზღუდვის წესში ცვლილებები შეიტანა. ახალი დადგენილებით აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია გარევაჭრობისთვის ადგილი განსაზღვროს არა უმეტეს ორი წლის ვადით, ან სეზონურად. დადგენილება 2021 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება. შესაბამისად ობიექტებმა სანებართვო დოკუმენტაცია ახალი დადგენილების მიხედვით უნდა წარადგინონ