https://www.youtube.com/watch?v=Ko70Dtt77eI
“კახეთის ხმა” შეეცადა გაერკვია, თუ როგორია მოსახლეობის ნაწილის მოსაზრება საკრებულოს სხდომებზე დასწრების შესახებ, რატომ არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აქვთ თუ არა ინფორმაცია სხდომებზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლების შესახებ.
ზოგიერთი მათგანის მტკიცებით, მათ არავინ აგებინებს საკრებულოს სხდომების გამართვის თარიღს.
მოსახლეობის დიდი ნაწილი კი, აღნიშნული საკითხების მიმართ ინდეფერენტულად არის განწყობილი და ამბობს, რომ მათ მონაწილეობას აზრი იმ უბრალო მიზეზის გამო არ აქვს, რომ მათ ინიციატივასა და მოსაზრებას არავის ითვალისწინებს.
სხვა ნაწილს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობა მნიშვნელოვანია.
წყარო: კახეთის ხმა