ვაშაძე: თვითმმართველობის არჩევნებზე “ნაცმოძრაობის” კანდიდატს მხარს არ დავუჭერ

317

თვითმმართველობის არჩევნებზე “ნაცმოძრაობის” კანდიდატს მხარს არ დავუჭერ- ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “ფორმულას” ეთერში, გადაცემა “დროება–ში” განაცხადა.

“თვითმმართველობის არჩევნებზე, დღეის მდგომარეობით, საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს. “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად არ ვაპირებ საერთო კანდიდატების დაყენებას იმიტომ, რომ ყველა სხვა პროდასავლურ ძალასთან შევეცდები, რომ შევკრათ საკმაოდ მძლავრი ბლოკი. “ნაცმოძრაობის” კანდიდატს მე არ ვაპირებ მხარი დავუჭირო, – განაცხადა ვაშაძემ.