კასპის მერად 6 კანდიდატი იყრის კენჭს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის საოლქო საარჩევნო კომისიიდან აცნობეს.
კომისიის მდივნის, ელენე ჩადუნელის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიაში 10 პარტია დარეგისტრირდა, მეთერმეტე პარტიამ, მხოლოდ, მერის კანდიდატი წარადგინა.
ბოლო მონაცემებით, კასპის მერობისათვის შემდეგი კანდიდატები იბროლებენ:
მანუჩარ მერებაშვილი – ,,ქართული ოცნება”, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე
ალექსანდრე შაქარაშვილი – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
მამუკა ბექაური – პატრიოტთა ალიანსი
ნათია ბახტაძე – ,,რესპუბლიკური პარტია”
დიმიტრი გიორგაძე – ,,ევროპული საქართველო
ნუგზარ გაგუა – ,,ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი”